საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კახაბერ ჭეიშვილი 

დაბადების თარიღი: 30 მარტი 1965 წ.

 

განათლება:

1998წ. ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1990წ. ფილოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

შრომითი საქმიანობა:

2023 წლის  1 დეკემბრიდან  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. 

2019 წლიდან 2023 წლამდე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.

2017-2019წწ. თსუ რექტორის კონსულტანტი.

2013-2016წწ. თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი.

2010-2016წწ. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების მოწვეული პროფესორი.

2010-2011წწ. თსუ ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილე.

2009-2010წწ. ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსის გენერალური მენეჯერი.

2007-2009წწ. ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსის გენერალური მენეჯერის მოადგილე.

2005-2006წწ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე.

1999-2006წწ. თსუ ენებისა და მათი სწავლების მეთოდიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი.

2000-2006წწ. თსუ დოცენტი, ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრა.

1990-2000წწ. თსუ ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.

 

გამოქვეყნებული შრომები:

2000-2023 წწ. 35 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია.

 

პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა:

2013-2016 წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი.

2011-2012 წწ. - საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” წევრი; ენის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დარგობრივი ჯგუფის ექსპერტი; ეკონომიკის თემატური ჯგუფის ინოვაციებისა და ბუნებრივი რესურსების ქვეჯგუფის კოორდინატორი.

2011-2013წწ. “პროფესორთა ლიგა”-ს დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.

2003-2008წწ. ასოციაცია “მეცნიერები მომავლისათვის” პრეზიდენტი. 2005-2006წწ. საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ცხოვრების წესი”-ს დამფუძნებელი და გაზეთ “საქართველოს ცხოვრების” გამომცემელი და რედაქტორი.

1999-2006წწ. თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

2002-2003წწ. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული განათლების რეფორმირებისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2001-2003წწ. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

2003-2005წწ. ჟურნალ „ენის სახლი“-ს დამფუძნებელი და გამომცემელი.

1998-2004წწ. ჟურნალ „ექო სახიერი“-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე.

1995-2003წწ. საქართველოს შსს საზოგადოებრივი ინსტიტუტის წევრი.

 

პროფესიული განვითარება:

1984-1988 წწ. კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუმინული და მოლდავური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალისტი.

2002წ. კონფლიქტის პრევენცია, მშვიდობის მშენებლობა და ქალის როლი მშვიდობის მშენებლობაში (კვალიფიკაცია - კონფლიქტოლოგიისა და გენდერულ საკითხთა ექსპერტი)

. 2004წ. ენერგიის ეფექტურობა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება (კვალიფიკაცია - განვითარების პროცესის პროექტირების, პრეზენტაციისა და მენეჯმენტის ექსპერტი).

2005წ. ბოლონიის პროცესი და ხარისხის უზრუნველყოფის მართვა უმაღლეს სასწავლებელში.

2015წ. ჩეხეთი (პრაღა) - სამეცნიერო-საგანმანათლებლო და პრაქტიკული სტაჟირება: „მომსახურების სფეროს საწარმოთა მენეჯმენტი“